08 დეკემბერი 2019,   22:35
ვრცლად
"ოცნების" ბოდიში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს - გავრილოვი ალაპარაკდა და მმართველი გუნდი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო 

ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებს, „ქართულ ოცნებას“ საქმე თავად სერგეი გავრილოვმა გაურთულა.

რუსეთის დუმის დეპუტატი რუსულ მედიას ინტერვიუებს აძლევს და დაუფარავად ჰყვება, რა შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში. ირკვევა, რომ ასამბლეის გამართვის ადგილიც, პარლამენტის სხდომათა დარბაზიც და თავმჯდომარის სავარძელიც ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსს ქართველმა კოლეგებმა თავად შესთავაზეს.

რუსი პარლამენტარი, ყველა ინტერვიუში იმეორებს რომ რუსული დელეგაცია მასპინძელ მხარეს მართლმადიდებლური ფორუმის ჩასატარებლად სხვა შენობის შერჩევას სთავაზობდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უკან არ დაიხია და დელეგატებს უსაფრთხოების გარანტია მისცა.

გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტსა და სასტუმრო "რედისონთან" მომხდარი ინციდენტების გამო მასპინძელმა დეპუტატებმა მას ბოდიში მოუხადეს, თუმცა რომელმა დეპუტატმა მოუბოდიშა ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებელს, გავრილოვი არ აკონკრეტებს.  

ზაქარია ქუცნაშვილმა მთავარი კითხვა უპასუხოდ დატოვა. თუმცა აღიარა, რომ სერგეი გავრილოვი მოსკოვში სპეცრეისით გაამგზავრეს. "კურიერის" ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას სამთავრობო თვითმფრინავი მოემსახურა.

20 ივნისის აქციას ვლადიმერ პუტინი ყურადღებით აკვირდებოდა. ამის შესახებ განცხადებას კრემლის ოფიციალური საიტი ავრცელებს. საქართველოს პარლამენტსა და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა. კრემლის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა 20 ივნისის მოვლენები - ექსტრემისტული ელემენტების მიერ მოწყობილ რუსოფობიურ პროვოკაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან სახიფათო მოვლენაა.

დღის ამბები