20 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
ყველა დეტალი ცნობილი იყო როგორც პარლამენტის, ასევე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის - მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი

საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იცოდა ყველა დეტალი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შესახებ და უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ვითარებაზე - ამ განცხადებას, ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, ანდრეას მიხაილიდსი აკეთებს. გამოცემა "რიანოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გენერალური მდივანი რიგით 26-ე გენერალური ასამბლეას წარუმატებელს უწოდებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს. 

ისი გაკვირვებულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. ანდრეას მიხაილიდისი აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ასამბლეის დღის წესრიგის ყველა დეტალი იცოდა, რადგან ის დოკუმენტურადაა გაწერილი და შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. 

"მოახლოებული გენერალური ასამბლეის მუშაობა ცნობილია ყველასთვის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობისთვის. მუშაობას ყოველთვის უძღვება რუსი თავმჯდომარე და ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცნობილი იყო როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვისაც."- აცხადებს ასამბლეის გენერალური მდივანი. მიხაილიდისმა პარლამენტში განვითარებული მოვლენები რადიკალური ელემენტების პროვოკაციად შეაფასა.

 

დღის ამბები