20 აპრილი 2024,   15:27
ვრცლად
ერთი-ერთზეა ხელისუფლების გზავნილები და ის მესიჯბოქსი, რომელიც აქვს პუტინს - დეკანოიძე 

სერგეი გავრილოვის განცხადებას, სადაც ის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან გამოძიების დაწყებასა და ამაში რუსული მხარის ჩართვას მოითხოვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსული მხარის მოწოდებებთან შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებები სრულ თანხვედრაში მოდის.

გახარიამაც დააანონსა, რომ ჩვენ საქმეს აღვძრავთ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც პროტესტი გამოთქვა. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად იგივე ხდება, იდენტური სიტუაციაა ქვეყანაში, 300-ზე მეტი დაკავებულია და ჩაყრილი ქვეყნის დროებითი განთავსების იზოლატორებში. ზუსტად ერთი-ერთზეა ეს გზავნილები, ეს მესიჯბოქსი, რომელიც აქვს კარასინს, პუტინს, რომელმაც უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია ამის გამო და გავრილოვს,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

სერგეი გავრილოვი ვითარების პროვოცირებას ახლა უკვე მოსკოვიდან ცდილობს. გავრილოვი, რომელიც საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს მანამდე რადიკალებს აბრალებდა, ახლა აცხადებს, რომ ამ რადიკალებს სახელმწიფოს გადატრიალება ჰქონდათ განზრახული.

სათათბიროს დეპუტატი ქართულ მხარეს ამ მიმართულებით ძიების დაწყებას ურჩევს და პროცესში რუსეთის ჩართვას მოითხოვს.

დღის ამბები