19 აპრილი 2024,   08:22
ვრცლად
უნდა გვახსოვდეს რა გააკეთეს რუსეთის ჯარებმა ჩვენს ტერიტორიაზე - აქციის მონაწილეებს ეკა გიგაურმა მიმართა 

აქცია პარლამენტის წინ უკვე ორი საათია, რაც მიმდინარეობს. აქციაზე საკმაოდ ბევრი ადამიანია მისული, ისინი რუსეთის მხრიდან ქვეყნის ოკუპაციას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება.

აქციის მონაწილეებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე, გახარიას გადადგომისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.

შეკრებილებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა მიმართა. მისი თქმით, ქვეყანამ დასავლურ კურსს არ უნდა გადაუხვიოს.

„მე მახსოვს, რა გააკეთეს რუსეთის ჯარებმა ჩვენს ტერიტორიაზე, მე მახსოვს, როგორ გადაწვეს მათ ჩვენი სოფლები, მე მახსოვს როგორ გააუპატიურეს ჩვენი ქალები, რა გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, როგორ დატოვეს ჩვენი მოსახლეობა სახლ-კარის გარეშე, ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,“ - განაცხადა გიგაურმა.

დღის ამბები