24 აპრილი 2024,   22:42
ვრცლად
პირი, რომელმაც აქციაზე პროვოკაციის მოწყობა სცადა "ქართული ოცნების" წევრი აღმოჩნდა 

მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სტუდენტის სახელით ლაპარაკობდა და რომელიც აქციიდან პოლიტიკოსების წასვლას ითხოვდა, "ქართული ოცნების" წევრი აღმოჩნდა. ის ელიზბარ კობახიძეა. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის თავჯდომარე რაჭაში. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, კობახიძე ააიპ საფეხბურთო კლუბ "რაჭის" დირექტორის თანამდებობასაც იკავებს. 

ინციდენტი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. საკანონმდებლო ორგანოსთან პროვოკაცია აქციაზე მისულმა რამდენიმე მოქალაქემ სცადა. 

„ჩვენ კორიდორს ვუკეთებთ პოლიტიკოსებს,“ - ამბობდნენ ისინი. 

აქციის მონაწილეებმა პროვოკატორებს არ მისცეს საშუალება, რომ შეეფერხებინათ აქციაზე სიტყვით გამოსვლები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები