23 აპრილი 2024,   11:17
ვრცლად
გიორგი გახარიავ, შე მამაძაღლო შენა, დაახვიე თანამდებობიდან - ალეკო ელისაშვილი შს მინისტრს მიმართავს 

ყოველი წამი ამ გახარიას მინისტრობისა არის თავსლაფი „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის -  ალეკო ელისაშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვა.

მისი განცხადებით, 20 ივნისის სისხლიან ღამეს ჩადენილი მთავრობას არ უნდა ეპატიოს და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„გიორგი გახარიავ, ჩემზე ოდნავ უფროსი ბიჭი ხარ, როგორც ვიცი შვილების მამა ხარ, შე მამაძაღლო შენა, შენი შვილების ტოლა ბავშვებს რომ თავები დაუხეთქე, თვალები რომ დათხარე, ბიჭო, რა ნამუსით გძინავს? რა სინდისით იღვიძებ? ბავშვებს როგორ ეფერები? რა სავარძლად, რა აყროლებულ კაბინეტად გიღირს დარჩენა თანამდებობაზე. რა სინდისით და რა ნამუსით შედიხარ სახლში, ან ისინი როგორ გესალმებიან? ყოველი წამი ამ გახარიას მინისტრობისა არის თავსლაფი „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის. გახარია, დაახვიე თანამდებობიდან, სანამ გამოგათრიეთ მაქედან“, - განაცხადა ალეკო ელსიაშვილმა.

დღის ამბები