19 აპრილი 2024,   21:43
ვრცლად
„მიუღებელია, რომ ჩემს ჰაერს რუსი დეპუტატი სუნთქავდეს" - აქციის მონაწილეები

რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. ყველაფერი კი 20 ივნისს დაიწყო, როდესაც მოქალაქეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მჯდომი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი დაინახეს. პროტესტი მყისიერი აღმოჩნდა. რიგითი მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. ქუჩაში უმეტესად ახალგაზრდები დგანან. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის რუსიფიციკაციას

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტი ხელისუფლების უმოქმედობამ გამოიწვია რომელმაც რუსი დეპუტატების ქვეყანაში შემოსვლა დაუშვა.

„გახარია არის მოწოდებით რუსი და ჩვენ ვართ თაობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში გავიზარდეთ!“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქუჩაში დამოუკიდებლობისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის დგანან.

„მიუღებელია, რომ ჩემს ჰაერს რუსი დეპუტატი სუნთქავდეს,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ქუჩაში მდგომი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ შეურაცხმყოფელია მათთვის, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ისინი ქუჩაში რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად დგანან. 

დღის ამბები