20 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
ბაბაიას ძახილის პოლიტიკა და სირაქლემას პოზაში მყოფი საქართველოს ხელისუფლება - რა იყო ე.წ. გავრილოვის ღამემდე

ათობით დასახიჩრებული ადამიანი და დარბეული ქართველი ხალხი - გავრილოვის ღამეს წინ ბევრი საყურადღებო მოვლენა უძღოდა წინ, რომელიც რუსული პოლიტიკის და პროპაგანდის ნაწილი იყო. 

იმ დრომდე სანამ კრემლის აგენტი საქართველოში ჩამოვიდოდა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდებოდა, რუსეთის მხრიდან არაერთი საგანგაშო სიგნალი არსებობდა. ქვეყნის ხელისუფლება სირაქლემას პოზაში ყოფნას ამჯობინებდა.

მაგალითად, ცნობილია, რომ რუსული კომპანიების შვილობილები, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ყველაზე დაბალ ფასებს აფიქსირებენ და, შესაბამისად, იმარჯვებენ, თუმცა შემდეგ საქმეს ან საერთოდ არ აკეთებენ ან ძალიან უხარისხოდ.
რუსებს ინტერესები აქვთ ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემაში, სამშენებლო ბიზნესსა და ტურიზმში, თუმცა უკანასკნელ წლებში მათთვის მთავარი საქმიანობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმაა.

მათ ასევე არ ეშლებათ ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს, ყოველწლიურად, საქართველოს ხუთასზე მეტი მოქალაქის გატაცება, ცალკეულ შემთხვევებში კი სასტიკი მკვლელობა.

აგრესიისა და სიხისტის დემონსტრირების პარალელურად, რუსეთი საქართველოში რბილი ძალის პოლიტიკასაც აწარმოებს. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ფუნქციონირებს, ერთი შეხედვით ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას ეწევა.

ასეთი ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად, ხან რუსეთის დროშა ფრიალებს ბათუმის ქუჩებში და ხან "დენ პობედის" მღერიან საბჭოთა ჯარისკაცების ტანსაცმელში გამოწყობილი სკოლის მოსწავლეები.

საქართველოში მოქმედი ცალკეული ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები, ღიად რომ ეწევიან ქვეყნისთვის ძირგამომომთხრელ საქმიანობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საპარლამენტო ანგარიშებში პრაქტიკულად ყოველ წელს ხვდება.

ყოველივე ზემოთქმული, ჩვენი ქვეყნის მიმართ კრემლის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილია. სუს-ის მიერ ამ საფრთხეების იდენტიფიცირება ცხადზე უცხადესია, რომ საკმარისი სულაც არ იყო, თუმცა უწყებას ქმედითი ნაბიჯები არასდროს გადაუდგამს, რადგან რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა მუდამ დათვისთვის ბაბაიას ძახების პოლიტიკას არჩევდა.

დაშვებული ამ უპატიებელი შეცდომის გამოძახილია ის, რომ პუტინმა მყისიერად სწორედ ეკონომიკური ბერკეტი აამოქმედა პირველ ეტაპზე აკრძალა ფრენები, რაც ტურისტულ სეზონს აუცილებლად დაარტყამს.

დღის ამბები