25 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
"ერთადერთი, სადაც კონტროლს ვკარგავ და ვხდები სუბიექტური, ეს არის, როცა საქმე ეხება რუსეთს" - თამარ ბაღაშვილი 

"ერთადერთი, სადაც კონტროლს ვკარგავ და ვხდები აბსოლუტურად სუბიექტური, ეს არის როცა საქმე ეხება რუსეთს" - ეს განცხადება „კურიერის“ ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გააკეთა.

ჟურნალისტმა 20 ივნისის აქციის გაშუქებისას მძიმე დაზიანება ცხოველების მოსაგერიებელი რეზინის ტყვიით მიიღო. მას მხარი აქვს მოტეხილი. ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს. 

„ჩემში გაიღვიძა არა მხოლოდ ჟურნალისტმა, არამედ, ეს, ალბათ, ყოველთვის არის ჩვენში, მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ მე უნდა ვთქვა და ვაღიარო, რომ ერთადერთი, სადაც კონტროლს ვკარგავ და ვხდები აბსოლუტურად სუბიექტური, ეს არის, როცა საქმე ეხება რუსეთს. როცა საქმე ეხება ოკუპაციას და ოკუპანტებს, იმ ყველაფერის, რასაც მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდი, იქ მე მეკარგება იმის განსაზღვრება, რომ მე რაღაც ბალანსი უნდა დავიცვა, ობიექტურობა უნდა დავიცვა. აქ უკვე ჩემთვის მართლა წითელი ხაზია. როდესაც რუსეთს ეხება საქმე, აქ ყველაფერი დამთავრებულია. ადამიანები, რომლებიც ყველა გამოკითხვაში, ბოლო წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ უნდათ არც ერთი პარტია, ეს ადამიანები გაბრაზდნენ ახლა და ისინი გამოვიდნენ ახლა ქუჩაში. ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე ვერ აიტანს იმ შეურაცხყოფას, რაც ჩვენ მოგვაყენეს იმ დღეს,“ - განაცხადა თამარ ბაღაშვილმა. 

 

 

დღის ამბები