24 აპრილი 2024,   08:23
ვრცლად
"რუსებს ბოდიში, ქართველებს ტყვია, ეს იყო შედეგი" - საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ანტისაოკუპაციო აქციაზე

საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ანტისაოკუპაციო აქციაზე - ნემო ბურჭულაძე რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისთვის უკვე მრავალი წელია, იბრძვის. ახალგაზრდებმა სხვანაირი გაბრაზება იციან და თავისუფლებისთვის ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებენ - ამბობს ნემო ბურჭულაძე და მეგობრებთან ერთად, აქციებზე უკვე რამდენიმე დღეა, დგას.  

„შედეგი რა იყო ხელისუფლების მხრიდან - რუსებს ბოდიში, ქართველებს ტყვია. ეს იყო შედეგი,“ - ამბობს ნემო ბურჭულაძე. 

მხატვარი გაგოშა დარწმუნებულია, რომ რუსეთი მკვლელია და ამას არანაირი ფასადური შეფუთვა შველის. ცნობილი ქუჩის მხატვარი ფიქრობს, რომ მთავრობის ბოლოდროინდელი ქცევები სამართლიან პროტესტს იწვევს და ხელისუფლებას მოუწევს გაბრაზებულ მოქალაქეებთან კომპრომისზე წასვლა.

მწერალი ნესტან კვინიკაძე 17 წლიდან არაერთხელ მდგარა იმის დასაცავად, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პროტესტი რუსთაველის გამზირს უნდა გასცდეს და თუნდაცნ სიმბოლურად, ეროვნული დროშების დაშვებით საქართველოს სხვა დიდი ქალაქებიც მოიცვას.

თავისუფლების მოთხოვნა საპროტესტო აქციების საშუალებით, ერთგვარ ქცევის ნორმად იქცა მწერალ ლაშა ბუღაძესთვის. 20 ივნისი დევნილთა მსოფლიო დღეა და სწორედ ამ დღეს სერგეი გავრილოვის დანახვა საქართველოს პარლამენტში დაუჯერებელი სანახაობა აღმოჩნდა მწერალ პაატა შამუგიასთვის.

თვალზე აფარებული ხელი 20 ივნისის სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამ ჟესტით გამოხატეს სპორტსმენებმა სოლიდარობა ამ ღამეს დაზარალებული ადამიანების მიმართ და რუსთაველზე პროტესტის მონაწილეებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

 

ავტორი: რუსკა გიორგაძე 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები