20 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
ევროპა ოლიგარქებისგან თავისუფლდება - მოლდოვიდან პლოხოტნიუკი გაიქცა

მოლდოვადან გაქცეული ოლიგარქი პახოტნიუკი - ქვეყნის ახალი ხელისუფლება მის საქმეს იძიებს და იურიდიულ მტკიცებულებებს აგროვებს, რათა შემდეგ მისი გადმოცემა მოითხოვოს იმ ქვეყნისგან, რომელშიც პლახოტნიუკი აღმოჩნდება. მოლდოველი ოლიგარქი ქვეყნიდან მისი გუნდის მარცხის შემდეგ სპეცრეისით გაიქცა. ოპოზიციას პლახოტნიუკის დემოკრატიული დიქტატის დამხობა იმდენად სწრაფად გამოუვიდა, რომ თავადაც არ ელოდა.

მოლდოველ ოლიგარქს ძალიან უყვარდა იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ღარიბ სოფელში დაიბადა და წარმატებას პატიოსანი შრომით მიაღწია. ამასობაში, საკუთარი გემოვნებით, ლამაზი სახლიც აიშენა.  

ევროპული რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი, იულიან გროზა ამბობს, რომ მოლდოვას საქართველოსთან ბევრი საერთო პრობლემა აქვს, მათ შორის დემოკრატია, კორუფცია, ოლიგარქის მიერ მართული ქვეყანა.

პლახოტნიუკის ქონება არავის დაუთვლია. მოლდოველი ოლიგარქი, რომელმაც ქვეყნის მიტაცება პოლიტიკოსების ფარული ვიდეომასალის შეგროვებით და შანტაჟით დაიწყო, ნელ-ნელა საერთაშორისო კრიმინალშიც ჩაება. რუსეთში აღძრულია საქმე, რომელშიც პლახოტნიუკი ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია, საქმე რუსული ეკონომიკიდან 70-მდე დოლარის ამოღებას და პლახოტნიუკის ბანკების გავლით, ევროპასა და ობშორებში გათეთრებას ეხება.

ოფიციალური სტატისტიკით, მოლდოვას ყოველ დღე 106 ადამიანი ტოვებს, წელიწადში, თითქმის, 40 ათასი. მოქალაქეები ამბობენ, რომ სოფლები ცარიელია, ახალგაზრდები კი ქვეყანას ტოვებენ.

 

დღის ამბები