19 აპრილი 2024,   17:23
ვრცლად
დავინახე, როდესაც ჩუბინიძე სპეცრაზმს აძლევდა მითითებებს, რისი უფლებაც არ აქვს - ხატია დეკანოიძე

სკანდალურო კადრი, სადაც ჩანს, როგორ აძლევს სპეცდანიშნულების რაზმს მითითებებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე - ხატია დეკანოიძე 20 ივნისის მოვლენებში ჩუბინიძის შესაძლო მონაწილეობას ეხმაურება.

„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ამბობს, რომ ანზორ ჩუბინიძეს ამის უფლება არ ჰქონდა და ეს კანონდარღვევაა. 

„მე თვითონ დავინახე პირადად, როდესაც ანზორ ჩუბინიძე პოლიციას აძლევდა მითითებებს, სპეცრაზმს, ჩაფხუტიან სპეცრაზმს. რასაკვირველია, ამისი არანაირი უფლება ანზორ ჩუბინიძეს არ აქვს. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს არის კანონდარღვევა იმ კუთხით, რომ პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს წარმომადგენლებს იგი აძლევს დავალებას და კოორდინაციაში მოჰყავს. ანუ, ეს რაზე მიგვითითებს, ეს მიგვითითებს იმაზე, რომ რეალურად, ამ დარბევაში, ადამიანების დარბევაში გავრილოვის ღამეს, მონაწილეობდა პირველი დამნაშავე გახარია და იყო სრული კოორდინაცია ჩუბინიძის, გომელაურის, სუს-ის, რომელიც ახლაც აგრძელებს პროვოკაციებს და ეს რასაკვირველია, არის ამის მაჩვენებელი“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

 

ამავე თემაზე
დღის ამბები