25 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
აქცია ქუთაისში - ახალგაზრდებმა რუსული ოკუპაცია ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტეს

აქცია ქუთაისში - რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა ქალაქის ცენტრში. აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ მოედანზე, კოლხურ შადრევანს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს და ოკუპაცია ამ ფორმით გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები მსვლელობით ვასილ კიკვიძის ბაღში მივიდნენ. საბჭოთა გენერლის ძეგლს, სიმბოლურად თეთრი ნაჭერი გადააფარეს და მისი აღება მოითხოვეს. შეკრებილებმა თბილისში მიმდინარე აქციებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

დღის ამბები