19 აპრილი 2024,   02:02
ვრცლად
პუტინის ემბარგო - რუსი ტურისტებისთვის დაწესებული აკრძალვით საქართველო 100 მილიონ დოლარს დაკარგავს

პუტინის ემბარგო და საქართველოს შესაძლო ზარალი - კვლევა ამ თემაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ჩაატარა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოსთან სახმელეთო საზღვარსაც ჩაკეტავს და ქვეყანაში რუსი ტურისტები ვერ შემოვლენ საქართველო ას მილიონ დოლარს დაკარგავს.

თუმცა სამოქალაქო სექტორში იმასაც ამბობენ, რომ ეს სეგმენტი ქვეყნის ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს არ ასრულებს და ევროპული ბაზრის კიდევ უფრო დაინტერესება საქართველოსთვის საბოლოოდ უფრო მომგებიანი იქნება.

“ამას არ უნდა შევეგუოთ და უნდა გავაქტიურდეთ სხვა მიმართულებებით, გარკვეულწილად შეიძლება ესეც დაბალანსდეს. თუ აქამდე ჩვენს ტურიზმის დეპარტამენტს სტრატეგიულ ბაზრად ჰქონდა რუსტი მიჩნეული , ბევრ რეკლამას აკეთებდა იზიდავდა, ახლა ეს რესურსები უნდა გადანაწილდეს სხვა ქვეყნებზე,“-აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

დღის ამბები