სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებში კვლავ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. წინასწარი ინფორმაციით, “სახალხო რესპუბლიკური” პარტიის წარმომადგენელს, ეკრემ იმამოღლუს ქალაქის მოსახლეობის 54 %-მა დაუჭირა მხარი.
ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენელსა და რეჯეპ თაიპ ერდოღანის მხარდაჭერილ კანდიდატს კი, ამომრჩევლების 45% მიემხრო. ბინალი ილდიმირმა უკვე აღიარა დამარცხება. ეკრემ იმამოღლუს უკვე მიულოცა თურქეთის პრეზიდენტმა.
განმეორებითი არჩევნები სტამბოლში მას შემდეგ გაიმართა, რაც თურქულმა სასამართლომ 31 მარტის არჩვენების შედეგები დარღვევების გამო გააუქმა.