19 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს ამ ქვეყნის კონსტიტუციას - პრემიერის განცხადება 

პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება გაახმოვანა. ჩვენ გუნდში გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე და გუნდი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას- ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებთან, პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გამოჩნდა. საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე. პრემიერის თქმით, დაიწყება დიალოგი ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციას. 

პარტიის თავმჯდომარემ გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება და იგი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას.

"რაც ვიხილე, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ მზაობა აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ მინიმალური ზღვარით მოხდეს შემდეგი არჩევნების ჩატარება, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში.

ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველოს სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს დემოკრატიას,"-აცხადებს ბახტაძე. .

პრემიერი არ გამორიცხავს,რომ მმართველობის ეფექტურობის თვალსაზრისით ამას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი მხარე, თუმცა მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ცვლილებები სახელმწიფო ინსტიტუტებს გააძლიერებს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზად არის დისკუსია გამართოს მხოლოდ რიგ პოლიტიკურ ჯგუფებთან. მისი თქმით, მოლაპარაკებებში არ ჩართავენ  იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც გავიდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. 

„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან,რომლებიც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალსა და კონსტიტუციას.

იმათ ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული, რომლებიც მოტივირებულია რიან მუდამ,რომ გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან მათთან ბუნებრივია, დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს პასუხს,“-აცხადებს პრემიერი.

 

დღის ამბები