24 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
ინსპირირება მომხდარიყო შტურმი, გააკეთეს იმ პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ - კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც რუსთაველზე განვითარებული მოვლენების ინსპირირება მოახდინა. განცხადება კალაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. კალაძემ არ უპასუხა კითხვას, გადააყენებენ თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრს, იმის გამო, რომ აქციის დარბევისას მოხდა ძალის გადამეტება, რის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. 

"მე გუშინაც გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. პირველი რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი გუნდი. ამას მოჰყვა უმკაცრესი განცხადებებიც და შედეგიც. პარლამენტის თავმჯდომარე დაბრუნდა, გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობა. 

საღამოს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ძალიან მძიმე ფაქტები და მივიღეთ მძიმე სურათი, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ამის ინსპირირება, მომხდარიყო შტურმი, გააკეთა იმ პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ.

რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რა ტქმა უნდა მასაც მოჰყვება რეაგირება. ჩვენ ვნახეთ ასევე კადრები, რომელიც იყო უმძიმესი, ამასაც მოჰყვება რეაგირება. გენინსპექციას აქვს დაწყებული მოკვლევა და არც ერთ ფაქტ არ დარჩება რეაგირების გარეშე,"-განაცხადა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები