20 აგვისტო 2019,   08:11
ვრცლად
მნიშვნელოვანია გაირკვეს დავალება ვინ გასცა, რომ რეზინის ტყვიები გამოყენებული ყოფილიყო - ბესელია

„ის, რომ იდგა იქ, სადაც პარლამენტის შენობას იცავდნენ, ეს არ არის ჩემთვის პირადად გასაკვირი,“ - ამ განცხადებით, პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია 20 ივნისს განვითარებული სისხლიანი მოვლენების დროს სპეცრაზმთან ანზორ ჩუბინიძის ყოფნას აფასებს.

ეკა ბესელიას განცხადებით, ჩუბინიძის სამსახურს პარლამენტის დაცვა ევალება, სწორედ ამიტომ, დეპუტატისთვის გამართლებულია მისი იქ ყოფნა.

თუმცა, ეკა ბესელია ამბობს, რომ უნდა დადგინდეს, ვინ გასცა იმის ბრძანება, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოეყენებინა სპეცრაზმს - შს მინისტრმა თუ ანზორ ჩუბინიძემ.

„პარლამენტს იცავს სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელსაც ჩუბინიძე ხელმძღვანელობს, მისი სამსახური იცავს პარლამენტის შენობას... ის, რომ იდგა იქ, სადაც პარლამენტის შენობას იცავდნენ, ეს არ არის ჩემთვის პირადად გასაკვირი, იმიტომ რომ იმ სამსახურის ხელმძღვანელია და კაბინეტიდან არ უნდა უყურებდე მოვლენებს. ადგილზე უფრო უკეთესია აკონტროლებდე ვითარებას და ვნახეთ ჩვენ ის კადრში, როდესაც დგას ფარს მიღმა. არ მაქვს კადრები, სადაც ის თავად მოქმედებს უკანონოდ. რა დავალებებს გასცემდა ან როგორ მოქმედებდა, ეს არის გამოსაკვლევი. შსს-ს მინისტრიც პარლამენტის შენობაში იყო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დავალება ვინ გასცა რომ ეს რეზინის ტყვიები გამოყენებული ყოფილიყო მაშინ, როდესაც არ იყო ამის საჭიროება, არ იყო ამის აუცილებლობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეს აქსიომაა, რომ მმართველ პარტიას ეკისრება ყოველთვის და ხელისუფლებას. მძიმე პოლიტიკური ფასი რომ ადევს ამ ყველაფერს, ამ ფასის გადახდა მოუწევს,“ - განაცხადა ბესელიამ.

კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ანზორ ჩუბინიძე სპეცრაზმის უკან დგას და თავადაც უჭირავს ხელში ფარ, „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა. 

ჩუბინიძე არის ადამიანი, რომელიც პირადად იცავდა ბიძინა ივანიშვილს მაშინაც ვიდრე ის პოლიტიკაში მოვიდოდა. მას შემდეგ კი რაც ივანიშვილი ხელისუფლების უმაღლესი პირი გახდა ჩაიბარა მისი როგორც სახელმწიფო მოხელის დაცვა.

დღის ამბები