25 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
0%-იანი ბარიერი შესაძლებლობას უქმნის"ოცნებას", ეცადოს შეინარჩუნოს უმრავლესობა - კოტე ჩოკორაია

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და ნულპროცენტიან ბარიერს ითვალისწინებს, კონსტიტუციონალისტი, კოტე ჩოკორაია აფასებს.

კოტე ჩოკორაია განმარტავს, რომ ნულოვანი ბარიერით თუ პარტია შეძლებს აიღოს ხმების 0.7 მეათედი, ის პარლამენტში მოხვდება.

კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა კვლავ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის გარეშე პროპორციულ სისტემაზე გადასვა ნულოვანი ბარიერით დაანონსა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ე.წ. პოლიტიკური პარტია შეძლებს წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში, საუბარია, ისეთ მარგინალიზებულ ჯგუფებზე - ჰომოფობიურ ჯგუფებზე, პრორუსულ, პირდაპირ რუსული დაფინანსების მქონე პოლიტიკურ პარტიებზე და სხვდასხვა ტიპის ჯგუფებზე, რომლებსაც საშუალება ექნებათ იყვნენ პარლამენტში და ამით წარმოადგინოს, რომ საქართველოს რაღაც პოზიციები ჟღერდება საქართველოს პარლამენტში, ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდება ფრაგმენტაცია პოლიტიკური ძალების, ძალიან ბევრი ჯგუფი იქნება და ძალიან მარტივი იქნება იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც ხელისუფლებაში არის, იმისთვის, ვისაც ძალიან ბევრი ფული აქვს, ივაჭროს ასეთ ადამიანებთან და შეძლოს სხვადასხვა ფორმით უმრავლესობის მოპოვება,“ - განაცხადა ჩოკორაიამ.

ჩოკორაია არ გამორიცხავს, რომ არჩევნების გაყალბების მცდელობის მიზნით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს შეიქმნას არაერთი Fake პარტია, რათა დომინანტმა ძალამ უმრავლესობის მოპოვება სცადოს კვლავ.

„ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ არის თითქოს დათმობა ანუ თითქოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ნულპროცენტიანი ბარიერი შესაძლებლობას უქმნის, კონკრეტულ პარტიას, მაგალითად, ქართულ ოცნებას, ეცადოს, რომ კვლავ შეინარჩუნოს სხვადასხვა ხრიკით უმრავლესობა,“ - განაცხადა ჩოკორაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები