20 აგვისტო 2019,   08:10
ვრცლად
მოღალატე ივანიშვილმა და გახარიამ პასუხი უნდა აგონ ქვეყნისა და კანონის წინაშე - ზაზა ოქუაშვილის საგანგებო განცხადება 

თბილისში 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი საგანგებო განცხადებით ეხმაურება. ოქუაშვილი პარლამენტის წინ შეკრებილ მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს და მათ მოთხოვნებს იზიარებს.

ბიზნესმენი შს მინისტრის გადაყენებას ითხოვს და ასევე, ამბობს, რომ ივანიშვილთან ერთად, გიორგი გახარიამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ივანიშვილისა და მისი მთავრობის უსამართლო და მძარცველური რეჟიმის მხილების გამო, მოგმართავთ ლონდონიდან. ვდგავარ საქართველოს ხალხთან, ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად. მოღალატე ივანიშვილმა და გახარიამ პასუხი უნდა აგონ ქვეყნისა და კანონის წინაშე.

გახარიამ უნდა დატოვოს თანამდებობა, უნდა შეწყდეს მისი დანაშაულებრივი კრიმინალური მოქმედება.

საქართველოს ღირსების დაცვისათვის დაკავებული ახალგაზრდები უნდა გათავისუფლდნენ. ქვეყანაში უნდ მოხდეს ძირეული პოლიტიკური ცვლილებები, დასავლური ღირებულებებით, რათა თავისუფალმა ადამიანებმა აშენონ ქვეყნის მომავალი.

უნდა შეჩერდეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქვეყნის ყველა ინსტიტუციის მიტაცება, კორუფცია და ბიუჯეტის ძარცვა, რათა არ დაიღუპოს ჩვენი ხალხის მომავალი და მმართველ ძალას ჯერ კიდევ ჰქონდეს შანსი მონანიებისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე შეწყალების თხოვნის.

ბოროტება და ღალატი განწირულია, სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს! ამისთვის ერთად ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ!“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ოქუაშვილმა მმართველი გუნდი რეკეტში დაადანაშაულა.

დღის ამბები