20 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
"არ გადადგა გახარია, გადავდექი მე," - თამარ ხულორდავას თანაშემწემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაშემწემ, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.

მარიკა კირვალიძის განცხადებით, მან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება იმ ვითარების გამო მიიღო, რომელიც რუსი დეპუტატების ქვეყანაში და შემდეგ პარლამენტში შემოყვანას მოჰყვა. კირვალიძე ამბობს, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან ადეკვატურ რეაგირებას ელოდა. მისი თქმით, ის ელოდა, რომ ირაკლი კობახიძე მანამდე გადადგებოდა, სანამ რუსთაველზე მომიტინგეებს დაარბევდნენ. 

"მე მინდოდა აქციებზე დგომა, მინდოდა,რომ ბატონი ირაკლი გადამდგარიყო, ქუცნაშვილისთვის ჩამოერთმიათ მანდატი, მაგრამ მინდოდა,რომ ეს დროულად მომხდარიყო. მომხრე ვარ, რომ აბსოლუტურად ევროპულ გზას დავადგეთ,"-ამბობს კირვალიძე. 

კირვალიძე ამბობს, რომ ის გადადგომას მისი ფავორიტი მინისტრისგან, გიორგი გახარიასგანაც ელოდა. 

"არ გადადგა გახარია, გადავდექი მე,"-ამბობს კირვალიძე. 

დღის ამბები