25 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
"უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც პროვოცირება მოახდინა ამ ყველაფრის" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე საუბრობს

"ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზციის ლიდერებს 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.

მამუკა მდინარაძის თქმით, უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მოვლენების პროვოცირება მოახდინა და ასევე პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტეს. 

"უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც პროვოცირება მოახდინა ამ ყველაფრის, უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და მძიმე შედეგი დააყენა და ამის იქით ყველა დანარჩენი შეიძლება გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის საკითხი.

"ჟურნალისტების მხრიდანაც ხშირად არ ისმის კითხვები ოპოზიციონერების იმ ადამიანების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომლებიც მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, შტურმით აეღოთ საქართველოს პარლამენტი და განეხორციელებინათ შეტევა კონსტიტუციურ ორგანოზე .ალბათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველამ ვიცით, რომ არის სახეზე. ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ამას ისინი თავს არიდებენ. სამართლებრივ პასუხისმგებლობას რაც შეეხება ეს ამ შემთხვევაში ჩემი საქმე არ არის,“ -განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები