20 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
ბავშვებს დათხარეს თვალები, თურმე იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე - სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებას ეხმაურება.  სააკაშვილი კიდევე რთხელ აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებში რუსულ სცენარს ხედავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ოლიგარქი ახლა შემოვლითი გზებით და მისი ერთგული საარჩევნო ადმინისტრაციის გამოყენებით, შეეცდება 2020 წლის არჩევნებზე გამარჯვება ისევ იყიდოს.

„ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე რისთვის, იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე, ე.ი. მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს, დღეს დააანონსა დაპატიმრებები. მოკეტოს "რუსთავი 2," ყველასთან „გააიასნოს“ სიტუაცია და მერე, 2020 წელს გაურკვეველი ნულოვანი ბარიერით, მსოფლიოში არ არსებობს და ეს ნიშნავს იმას, რუსული პროექტების შეყვანას, ეს ნიშნავს სათითაოდ ყველა პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, ეს ნიშნავს გაერთიანებების დაშლას, 2020-ში უკვე ბოლომდე მოწმინდოს და საბოლოდ ჩაიდოს ჯიბეში საქართველო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ნოლპროცენტიანი ბარიერით ივანიშვილი გეგმავს დაშალოს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები.

ენმ-ის ლიდერის თქმით, აუცილებელია დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც.

„ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში, ამისთვის დაიღვარა სისხლი? ამისთვის არის ამხელა მოძრაობა მთელ მსოფლიოში. ახლა, საუბარი არის იმაზე, რომ ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, გამოუშვას ყველა დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ დანიშნოს არჩევნები რიგგარეშე, პროპორციული სისტემით, გამოცვალოს ცესკო-ს ნაყიდი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიყვანოთ და ყველამ ერთად ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ის, რომ ჩემი აზრით, ეს აქციები გავრცელდეს მთელ საქართველოში, ისედაც ძალიან მაგარი აქციებია ქუთაისში, ბათუმში, თბილისის სხვადასხვა რაიონებში გადაინაცვლოს, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში და ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები