ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპში, ჩვენ მივესალმებით ამ საკითხს - ეს განცხადება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარდებასთან დაკავშირებით, ”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა გააკეთა.
გიგლა ბარამიძე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აფასებს, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და ნულპროცენტიან ბარიერს ითვალისწინებს.
„ჩვენ ველოდით, რომ 3%-იანი იქნებოდა, რაც შეეხება ნულოვანს, აქ არის ძალიან ბევრი ნიუანსი, ორგანიზაციული, არა მხოლოდ პოლიტიკური. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპში, რაც ითქვა ისე იქნება და ქვედა დინებები და ქვე ტექსტები არ ექნება, ჩვენ მივესალმებით ამ საკითხსაც და იმიტომ რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში, არჩევნებისთვის, რომც ჩატარებულიყო ვადამდელი, ჩვენი პოლიტიკური ძალა მზად არის, მაგრამ მაინც მთავარი იცით ჩვენთვის არის უპირველესი, რომ იწყება სისტემის შეცვლის საშუალება, ეტაპები, რომ აღარ იქნება უმრავლესობაში "ქართული ოცნება." ვერ იქნება, რაც უნდა მოიკლას თავი და ვისაც არ უნდა გაურიგდეს და ვერც კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებს და არც ის შეცდომები იქნება მინისტრების სახით, რაც ჩვენ ვნახეთ,“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.