25 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
გაცილებით მეტზე წავედით, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა და ამასაც კი სატყუარას უწოდებენ - მამუკა მდინარაძე

გაცილებით მეტზე წავედით, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა და ამასაც კი სატყუარას უწოდებენ - ასე პასუხობს მამუკა მდინარაძე 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასა და ნულპროცენტიანი ბარიერის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნულოვანი ბარიერი არის დემოკრატიული პროცესი, რომელიც ოპოზიციისთვის ძალიან სასარგებლოა. 

„არც ერთი ხელისუფლება მაინც და მაინც არ ისწრაფვის იმისათვის, რომ ესეთ სახარბიელო პოზიციები გაამყაროს ოპოზიციისთვის. მე არ ვიცი, რა ძალა სჭირდება ადამიანს ამ გადაწყვეტილებაზეც კი ამგვარი კრიტიკა რომ განახორციელოს და სატყუარა უწოდოს ყველაზე დემოკრატიულ პროცესს. არავის უხსენებია საერთოდ ის კიდევ უფრო დემოკრატიული, კიდევ უფრო ოპოზიციისათვის სასარგებლო რამ, რაც ჰქვია ე.წ. ნულოვანი ბარიერი და ბარიერის გარეშე პროპორციული არჩევნები და ჩვენ პირიქით, ამაზეც უფრო გაცილებით მეტზე წავედით, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა და ამასაც კი სატყუარას უწოდებენ. აღარ შეიძლება ამ კრიტიკის კრიტიკა,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

 

 

დღის ამბები