20 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
უნდა ვიბრძოლოთ რაღაცეების მისაღწევად - 20 ივნისს დაშავებული გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, კლინიკიდან გამოწერეს

20 ივნისის დარბევის დროს დაშავებული გოგონა საავადმყოფოდან გამოწერეს. მაკო გომურმა, კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. "მადლობა" - ამ შეძახილებით დახვდნენ მას მეგობრები და გულშემატკივრები შენობის ეზოში.  

მაკო გომურმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეცდება ცხოვრების ყოველდღიურ რეჟიმს დაუბრუნდეს. 

„ახალა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ გამოვედი საავადმყოფოდან და შემიძლია წავიდე სახლში. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და ჩემს პატარა თვალუკას წარმატებებისთვის მიეღწია. ნუ რაღაც ეტაპზე არის კარგი მდგომარეობა ახლა, ველოდებით შემდეგ კიდევ მკურნალობას და  მოკლედ ყველაფერი არის ძალიან კარგად. რაც შეეხება რას მივმართავ ახლა ჩემს თანატოლებს. ნარკოზიდან რომ გამოვედი დამხვდა უამრავი შეტყობინება, არ ვიცი ... მოდი დავიწყოთ მადლობით, ასე დავიწყოთ ახლა ჩვენ. მართლა  ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ გვერდში დგომისთვის, ანუ რაც ახლა გამაჩნია ძალა, გამაჩნია იმ ადამიანებისგან ალბათ. ანუ ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მეც არ ვიქნებოდი ესე. არც ჩემი და იქნებოდა ასე, რომელიც ნემსის გაკეთებასაც ვერ ესწრებოდა პალატაში. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და არ ვიცი, ალბათ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცეების წინაშე და რაღაცეების მისაღწევად. ანუ მარტო ერთეულები არ უნდა ვიყოთ იმ ადგილას სადაც ვიყავით და სადაც იყო ყველა და იბრძოდა რაღაცის წინააღმდეგ. როცა ვიბრძვით რაღაცის წინააღმდეგ უნდა  ვიდგეთ ყველა ერთად და ვიბრძოლოთ ერთად,“-განაცხადა მაკო გომურმა. 

ფოტორეპორტაჟის სანახავად მიყევით ბმულს.

დღის ამბები