20 აპრილი 2024,   05:24
ვრცლად
დასავლელი კოლეგების გეოპოლიტიკური ინჟინერიის შედეგის მაგალითია საქართველო - სერგეი ლავროვი

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთის გეოპოლიტიკური ტექნოლოგიების მაგალითს უწოდებს.

სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლელი კურატორები მზად არიან საქართველოში თვალი დახუჭონ რუსოფობიაზე და ულტრა ნაციონალისტების თავგასულობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა რუსეთთან კავშირი გაწყვიტოს.

„ჩვენი დასავლელი კოლეგების გეოპოლიტიკური ინჟინერიის შედეგის მაგალითია საქართველო, სადაც დასავლეთის კურატორები მზად არიან, თვალი დახუჭონ ულტრა ნაციონალისტების თავგასულობაზე, რუსოფობიაზე მხოლოდ იმიტომ, რომ გაწყვიტონ ქართველი ხალხის ყველა კავშირი ჩვენს ქვეყანასთან და გადაწერონ ჩვენი საერთო ისტორია. ასე, რომ ფხიზელი თვალით ვაფასებთ შეერთებული შტატებისა და მისი უახლოესი მოკავშირეების როლს მსოფლიო არენაზე. მაგრამ ამასთან, არ ვარიდებთ თავს იმ საკითხებზე დიალოგს, რომელთა მიმართაც ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა არსებობს, იმ საფრთხის შეჩერების მიზნით, რომელიც მთელ კაცობრიობას ემუქრება,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დღის ამბები