20 აპრილი 2024,   17:47
ვრცლად
ივანიშვილი ისევ ცდილობს, გააცუროს ქართველი ხალხი - მიხეილ სააკაშვილი არჩევნების 0%-იანი ბარიერით ჩატარების ინიციატივას აფასებს

მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებას ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება მზად არის 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემითა და 0% ბარიერით ჩაატაროს, ხაფანგს უწოდებს. სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებაში რუსულ სცენარს ხედავს.  

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ოლიგარქი ახლა შემოვლითი გზებით შეეცდება იყიდოს გამარჯვება 2020 წლის არჩევნებზე. სააკაშვილის თქმით 0%-იანი ბარიერით ივანიშვილი გეგმავს დაშალოს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები. მისვე თქმით, აუცილებელია გადადგეს შს მინისტრი და სუს-ის უფროსი, ასევე დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

„ცდილობს რომ არ ჩაატაროს არჩევნები ახლა და 2020 წლამდე დაალაგოს ისე, რომ კიდევ ერთხელ გაუძვრეს ქართველ ხალხს. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის დაუყოვნებლივ ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ეს ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, ბარიერს მანდ მნიშვნელობა არ აქვს, გააჩნია ვინ ჩაატარებს მანდ არჩევნებს. ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა გამოიცვალოს, არასამთავრობოებმა უნდა დააკომპლექტონ ცესკო.

"მეორე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს გახარია და გამოძიებული იქნას მისი ქმედებები, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს გომელაური და ყველა სამართალდამცავი დაისაჯოს ივანიშვილის ბრძანების შესრულებისთვის და რაც მთავარია, ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება ჩამოაყალიბოს ახალი ხელისუფლება, დიახ, არჩევნების გზით. ახლა შემოაგდო 0%, 5%, რა მნიშვნელობა აქვს? ეს კაცი ისევ ცდილობს გააცუროს ქართველი ხალხი და მისი მოსატყუებელი კბილი ქართველმა ხალხმა უკვე დიდი ხანია მოიცვალა,“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები