24 აპრილი 2024,   03:28
ვრცლად
თუ ვერ გამოავლენენ დარბევაზე პასუხისმგებელ პირებს, მაშინ გახარიამ უნდა აგოს პასუხი - გიორგი ლომია

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ლომია თვლის, რომ სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევის ფაქტზე კონკრეტული პასუხისმგებელი პირები უნდა გამოვლინდნენ.

ლომია აცხადებს, რომ თუ არ დაისჯებიან ისინი, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა, მაშინ გახარიამ უნდა აგოს პასუხი.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას არ აწყობდა აქციის დაშლა იმიტომ, რომ აქცია ფაქტობრივად დაშლილი იყო, როცა ხელისუფლებამ სროლა დაიწყო. ისმის კითხვა-თუ გახარიას ეს ბრძანება არ გაუცია, მაშინ სპეცრაზმის უფროსმა ალბათ თავის თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა და გასცა ბრძანება, რომ ვიღაცას რეზინის ტყვია უნდა ესროლა.

"ანზორ ჩუბინიძეს იმ სპეცრაზმზე არანაირი გავლენა არ გააჩნია, იმათ თავის მეთაური ჰყავს და შს სამინისტროს ეკუთვნის. ამიტომ, თუ ისეთ ადამიანებს ჩვენ ვერ გამოვავლენთ, მაშინ გახარიამ უნდა აგოს ამაზე პასუხი,"-აცხადებს ლომია.

დღის ამბები