14 ოქტომბერი 2019,   04:09
ვრცლად
მარიამს, რომელმაც თვალი დაკარგა სიტყვა მივეცით, რომ გავარძელებთ ბრძოლას-პარლამენტის წინ აქცია განახლდა

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და შს მინისტრი უნდა გადადგეს. შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ 18 წლის გოგოს, რომელმაც თვალი დაკარგა, აქციის მონაწილეები დაჰპირდნენ, რომ უკან რა დაიხევენ და ეს ასეც იქნება. შოთა დიღმელაშვილი აცხადებს იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან 30 წელი მიდის ამაზე საუბარი და 4 დღეში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მისი თქმით, ის ელოდა, რომ ივანიშვილი გიორგი გახარიას უფრო მარტივად შეელეოდა.

„უნდა დაკმაყოფილდეს სამი მოთხოვნა და ჩვენ მარიამ სიტყვა მივეცით ტრიბუნიდან, რომ რაც გვთხოვა, რაც მისი სტატუსი წავიკითხეთ, რომელმაც თვალი დაკარგა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. და ეს იყო ჩვენი თავდაპირველი გეგმაც. ჩვენ გვეგონა, რომ უფრო ნაკლები პოლიტიკურ ფასი გადაიხდებოდა იმაში, რომ გიორგი გახარიას დაეწერა განცხადება და გაგვიკვირდა კიდევ როცა უფრო ძნელად მოსაპოვებელი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ის არა. როგორც ჩანს ბატონ ბიძინა ივანიშვილს  ყველა მაჟორიტარს ეს ერთი ადამიანი ურჩევნია. პროპორციულ არჩევნებზე 30 წელია ლაპარაკი მიდის. 4 დღეში  მოვახერხეთ ეს,“-განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა. 

დღის ამბები