20 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
უბედური შემთხვევა რიყეზე - ჩამოშლილმა კონსტრუქციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, არიან დაშავებულები

უბედური შემთხვევა თბილისის ცენტრში - რიყეზე უამინდობის გამო ჩამოშლილმა კონსტრუქციამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ცნობილი ხდება, რომ ისინი კონსტრუქციას წვიმის დროს აფარებდნენ თავს. შემთხვევას არ ჰყავს თვითმხილველები.

სამივე მათგანი უცხო ქვეყნის, სავარაუდოდ კორეის მოქალაქეები იყვნენ. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შინაგანს საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მომხდარზე საქმე სისხლი სამართლის 2 მუხლით დაიწყო: 124-ე, ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით და 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

დღის ამბები