19 ივლისი 2019,   06:35
ვრცლად
"გვიჩნდება შთაბეჭდილება, რომ გახარიას უბრალოდ ვერ ხსნის ბიძინა"-მიშა მშვილდაძე

პროდიუსერი და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიშა მშვილდაძე, მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მივიდნენ აქციაზე. მისი თქმით, ის, რისი დათმობაც ამ აქციების ფონზე ბიძინა ივანიშვილს მოუხდა, მისთვის პოლიტიკურად საკმაოდ მძიმეა, შესაბამისად მიშა მშვილდაძის თქმით, ახლა მოქალაქეებმა უნდა აიძულონ ივანიშვილი შეელიოს გახარიას.

„მოთხოვნა იმიტომ იყო სამი, რომ სამივე იყო მნიშვნელოვანი და  ლოგიკური იმ მოვლენებიდან გამომდინარე რაც მოხდა. შესაბამისად, ესე არ არის, რომ ბარტყი გადმოგვიგდოს ვიღაცამ და დავმშვიდდეთ. მთავარი რაც არის, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს რა დათმობაზე წამოვიდა დღეს ხელისუფლება და ჩვენმა პროტესტმა რომ გაჭრა, ეს არის წლების პერსპექტივაში უმნიშვნელოვანესი გარღვევა ქართული დემოკრატიისთვის და ეს იყო ყველაზე მძიმე დასათმობი "ქართული ოცნებისთვის" და ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს რაც დათმეს, ყველაზე მძიმე დასათმობი იყო ჩვენი მოთხოვნებიდან. შესაბამისად, გვიჩნდება შთაბეჭდილება, რომ გახარიას უბრალოდ ვერ ხსნის ბიძინა, იმიტომ, რომ მისი დანიშნულიც არ არის რა. გვახსოვს ჩვენ როგორ გვინიშნავდნენ როცა კოლაბორაციის აქტიურ ფაზაში შევიდოდა ხოლმე ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან, როგორ გვინიშნავდნენ ხან ვარდიკო ნადიბაიძეს მინისტრად და ხან შოთა კვირაიას. შესაძლოა გახარიაც არ არის გამონაკლისი ამ სიიდან,“-განაცხადა მიშა მშვილდაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები