24 აპრილი 2024,   06:22
ვრცლად
„სანამ არ გადადგება გახარია, ვერ აღიდგენს ვერანაირ ლეგიტიმურობას მათი ვერც ერთ შემოთავაზება" -  ბათუ ქუთელია 

„სანამ არ გადადგება გახარია, ვერ აღიდგენს ვერანაირ ლეგიტიმურობას მათი ვერც ერთი შემოთავაზება" - ეს განცხადება ანალიტიკოსმა, ბათუ ქუთელიამ გააკეთა. ის ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ იმყოფება, სადაც ანტისაოკუპაციო აქცია დაიწყო. 

ქუთელია ამბობს, რომ 2020 წელს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა, მმართველი გუნდის „კეთილი ნების გამოხატულებაა“ თუმცა, ეს პირველი ნაბიჯია და არა საკმარისი.

„პროტესტის დინამიკას თუ შევხედავთ, პროტესტის მთავარი გამომწვევი იყო, საწყის ეტაპზე გავრილოვის პარლამენტში დასმა და ამის საპასუხოდ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, კობახიძე, ამას შემდეგ მოჰყვა გადაჭარბებული ძალის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან, შესაბამისად, ამის გამო დადგა დღის წესრიგში გახარიას გადადგომა, ვინც არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი ამაზე და მარტო ტექნიკური გამოძიებით, ეს საკითხი ვერ მოგვარდება. ამიტომაც, გახარიას გადადგომის, შემდეგ, შესაძლებელია, უკვე სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც საუბარი,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ. 

ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ მთავარ მოთხოვნდა შს მინისტრის გადადგომა სახელდება. 

„სანამ არ გადადგება გახარია, ვერ აღიდგენს ვერანაირ ლეგიტიმურობას მათი ვერც ერთ შემოთავაზება... თუკი ოდნავ, პოლიტიკური ინსტინქტი შერჩენიათ, გახარია უნდა გადადგეს და მაშინ ყველაფერი,  ნელ-ნელა დაბრუნდება ნორმალურ პოლიტიკურ ჭრილში,“ - აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.

დღის ამბები