14 ოქტომბერი 2019,   04:08
ვრცლად
არანაირი სურვილი არ მაქვს მოვისმინო განმარტებები დამნაშავე მინისტრისგან, გახარია უნდა გადადგეს - აკაკი ბობოხიძე

არანაირი სურვილი არ მაქვს მოვისმინო განმარტებები დამნაშავისგან - ეს განცხადება აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში შს მინისტრის მოსალოდნელ მისვლასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, მას არ სურს დამნაშავე მინისტრს მოუსმინოს პარლამენტში.

აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს გიორგი გახარიას გადაყენება.

„ხელისუფლება არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილს აქვს განცდა, რომ დღეს გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მისი მხრიდან იქნება სისუსტის გამომჟღავნება. მოუწევს ამ საკითხის დაყენება. მიუხედავად იმისა, რომ მივიღეთ შემოთავაზება, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავდივართ, ერთია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მეორეა კონკრეტულ მოქმედებაზე კონკრეტული პასუხისმგებლობა. გავრილოვის ღამეზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. დღეს საქართველოს ჰყავს მინისტრი, რომელიც არის ჯალათი და რომლეიც არის მკვლელი და ის ბავშვები თუ არ დაიღუპა, არ დაიღუპა იმიტომ კი არა, რომის არ გაიმეტეს სასიკვდილოდ, არა, ისინი გაიმეტეს სასიკვდილოდ, უბრალოდ შემთხვევით გადარჩნენ,“-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

განცხადება აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთა, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები