14 ოქტომბერი 2019,   11:14
ვრცლად
"კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული სპექტაკლი იყო" - გიორგი ლომია 20 ივნისის მოვლენებზე საუბრობს

თბილისში განვითარებული მოვლენების გამო "პატრიოტთა ალიანსმა" მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ისინი ოსურ და აფხაზურ დელეგაციებთან გეგმავდნენ შეხვედრას. მათივე მტკიცებით, ის რაც 20 ივნისს რუსთაველზე მოხდა, "ქართული ოცნების," "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ერთიანი გეგმის ნაწილია. 

„ჩვენ მივიღეთ მოწვევა, მაგრამ საპარლამენტო საერთაშორისო ფორუმში კი არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა, მანდ იგეგმებოდა შეხვედრები როგორც აფხაზურ მხარესთან, ასევე ოსურ მხარესთანაც. მე ვაპირებდი იმ ხალხთან შეხვედრას. ანუ სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგი რომ აუცილებელია ამაზე ვთანხმდებით, ამიტომ იმ ხალხთან მე პირადად მქონდა დაგეგმილი შეხვედრა, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა საქართველოში, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ჩაიშალა და ჩვენც აღარ ვაპირებთ ჩასვლას. კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული სპექტაკლი იყო, რომელშიც მონაწილეობდა როგორც „ქართული ოცნების“ გარკვეული ნაწილი, ასევე „ევროპული საქართველო“ და ასევე, „ნაცმოძრაობაც.“

"ახლა მივიღებთ ჩვენ ამას, თუ არ მივიღებთ, ელემენტარულია, რა, როგორ შეიძლება, გავრილოვს ორი წელიწადი ეპატიჟებოდა საქართველოში, აჰყავთ, სვამენ, სადღაც ერთ წუთში იღება კარი და შედის „ევროპული საქართველო“ ლოზუნგებით, რომელიც მომზადებული ჰქონდა, შემოხვეული დროშებით... კარგი, რა, ხალხო, რა...ჩვენი პარტიის წარმომადგენელი მშვიდად არ ადევნებდა თვალს ნამდვილად...როდესაც ის ადამიანი დროულად ჩამოიყვანეს მანდედან, ერთადერთი რასაც აპროტესტებდა ქალბატონი ადა მარშანია და ბატონი ემზარ კვიციანი, ეს არის ის, რომ გავრილოვი არ უნდა იჯდეს იმ სავარძელში, მაგრამ არც ის ადამიანები, რომლებმაც ჩააბარეს კოდორი და ახალგორი, არც ისინი არ უნდა იჯდნენ იმ სავარძელში,“- განაცხადა გიორგი ლომიამ. 

დღის ამბები