16 ივლისი 2019,   01:01
ვრცლად
ხმაურიანი სხდომა პარლამენტში -"ქართულმა ოცნებამ" 20 ივნისის სისხლიანი ღამის შესახებ მსჯელობის დაბლოკვა სცადა

ხმაურიანი სხდომა პარლამენტში - ოპოზიცია, ბიუროს სხდომაზე 20 ივნისის სისხლიანი ღამის შეფასებას ითხოვდა, თუმცა „ქართლმა ოცნებამ“ პირველ საკითხად მიწის შესახებ კანონში ცვლილებები ჩასვა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ხალხს დასცინის, როდესაც არ აძლევს პოლიტიკურ შეფასებას გავრილოვის ღამეს, რომელზეც 240 ადამიანი დაშავდა.

ბიუროს სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ 20 ივნისის სისხლიან ღამის შესახებ მსჯელობის დაბლოკვა სცადა, თუმცა მიმდინარე კვირას პარლამენტში ამ თემაზე, მსჯელობა დეპუტატებს ბევრჯერ მოუწევთ.

ხვალ სესიის მთავარი თემა გავრილოვის ღამე იქნება. ხუთშაბათს პრემიერთან კითხვებს გავრილოვის სწორედ ამ თემაზე დასვამენ, პარასკევს, დეპუტატებთან თავად გიორგი გახარია მივა. პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლა შინაგან საქმეთა მინისტრმა თავად მოითხოვა.

ვინ გასცა 20 ივნისის ღამეს 23 საათსა და 57 წუთზე, სროლის ბრძანება, ამ კითხვას „ქართული ოცნება“ ამ დრომდე გაურბის. „კურიერის“ ინფორმაციით, ბრძანების გამცემი ორი იყო, გახარია და ანზორ ჩუბინიძე.

„კურიერის“ ინფორმაციით, 20 ივნისის სპეცოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინიტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელების გარდა, სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ მათ ვერც სპეცრაზმელები ვერც ცნობდნენ. შეიყვანა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ არაუფლებამოსილი პირები ხალხის დასარბევად? კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

 

 

 

 

 

დღის ამბები