14 ოქტომბერი 2019,   03:50
ვრცლად
რიყეზე მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული ქალბატონი გარდაიცვალა

უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ძლიერი წვიმის დროს, რიყის პარკთან თავს რკინის კონსტრუქციას აფარებდა, დაიღუპა. მას, უამინდობის გამო ჩამოშლილი კონსტრუქცია დაეცა, კორეის მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე დაიღუპა.

გარდა ამისა, შემთხვევის დროს დაიღუპა მასთან ერთად მყოფი მისი შვილი, მეუღლე კი მძიმე მდგომარეობაშია და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. 

 

დღის ამბები