19 აპრილი 2024,   02:55
ვრცლად
უკან, 90 იანებში - ანალიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, მის აფექტურ მდოგმარეობას უკავშირებენ

უკან, 90 იანებში - ასე აფასებენ იურისტები ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, გააუქმოს საარჩევნო ბარიერი. ერთხელ ეს საქართველოს ისტორიაში უკვე მოხდა, როდესაც 90-იან წლებში დეპუტატის მანდატს იღებდა ყველა, ვინც ხმათა მინიმალურ რაოდენობას მოიპოვებდა.

იურისტების ფიქრობენ, რომ ახალ ინიციატივაში ივანიშვილმა პოლიტიკური ნაღმი ჩადო, რომელსაც ოპოზიციის ასაფეთქებლად და საკუთარი მმართველობის დასამყარებლად გამოიყენებს. ნულოვანი ბარიერის დამსახურებით 2020 წელს საქართველოს ბოლო დროის ყველაზე ჭრელი პარლამენტი ეყოლება, რაც ივანიშვილის გაუადვილებს პირდაპირ იყიდოს დეპუტატების მანდატები და მაინც ხელისუფლებაში დარჩეს.

კონსტიტუციონალისტები ფიქრობენ, რომ პარლამენტში ნულოვანი ბარიერის პირობებში მოხვდება ყველა ის პოლიტიკოსი, რომელსაც მანდატი, არა კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის, არამდე პოლიტიკური ქულების მისაღებად სჭირდება, შესაბამისად საპარლამენტო სხდომები საცირკო სანახაობას დაემსგავსება, რომლის ნაკლებობასაც ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო არც დღეს განიცდის.

ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი აფექტშია, იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლის პოლიტიკური შედეგიც გათვლილი არ აქვს. მაჟორიტარული არჩევნებიც მან სახალხო მღელვარების ჩასახშობად გააუქმა, თუმცა ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ამ პოლიტიკურმა სვლამ შესაძლოა ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანოს
 

დღის ამბები