14 დეკემბერი 2019,   20:28
ვრცლად
ვლადიმერ პუტინის სამიზნე ამჯერად ქართული ღვინო გახდა - გავრილოვის ღამეს პუტინი სანქციებით პასუხობს

კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ კარგად გამოცდილი იარაღი აამოქმედა. გავრილოვის ღამეს პუტინი სანქციებით პასუხობს და ერთ-ერთი პირველი სამიზნე ისევ ქართული ღვინოა.

ტურისტების შემდეგ ქართული ღვინის ჯერი დადგა. "როსპოტრებნადზორს" ქართული ღვინის ხარისხი ისევ გაახსენდა და აღმოაჩინა, რომ გაუარესდა. უწყებამ გამოაქვეყნა იმ რვა ქართული კომპანიის სია, რომლებსაც რუსეთში ღვინის გატანა აკრძალული აქვთ. მათ შორისაა ცნობილი ქართული ღვინის ბრენდები, „ბადაგონი“, „ბაგრატიონის 1882“ და კახეთის ტრადიციული მეღვინეობა. პუტინმა რუსულ პოლიტიკურ ბაზარზე საქართველოზე ზეწოლის ეკონომიკური ბერკეტები აამოქმედა.

პუტინს არსენალში ის ეკონომიკური ბერკეტები აქვს, რაც საქართველომ თავის ხელით მისცა და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკვე მეორედ ამოქმედებულმა სანქციებმა, ამჯერად მაინც საბოლოოდ უნდა დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება, რომ რუსული პოლიტიკური ბაზრის იმედად ვერც მომავალში იქნება და მუდმივად დაბრუნებას კი არა, ახალი ბაზრების მოძიებას უდნა ეცადოს.

 

დღის ამბები