14 ოქტომბერი 2019,   04:07
ვრცლად
„მე მგონი არასწორია, რომ რიგით პოლიციელებზე გადატყდება ეს ჯოხი" - ეკა გიგაური 20 ივნისის მოვლენებზე საუბრობს

„დღეს არავინ არ ვენდობით გამოძიებას შესაბამისად, მოლოდინი არ არის იმისა, რომ დადგინდება ვინ იყო ამაში ჩართული,“ - ეს განცხადება ეკა გიგაურმა, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე იმყოფება.

ეკა გიგაურის თქმით, გიორგი გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. გიგაური ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, იმ მუხტის ჩაქრობას ემსახურება, რომელიც დღეს, პარლამენტის წინ არის.

„მე მგონი არასწორია, რომ რიგით პოლიციელებზე გადატყდება ეს ჯოხი. როდესაც ის არის პოლიციის ხელმძღვანელი, შესაბამისად, მანაც უნდა გაიზიაროას ის პასუხისმგებლობა იმისთვის, რაც მოხდა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რიგით პოლიციელებს დავსჯით და სინამდვილეში, ვინც გასცემდა ამ ბრძანებებს, ის პასუხისმგებლობას ასცდება. ესეც არის პრობლემა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები