24 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
ცოცხალი ჯაჭვი პარლამენტის ირგვლივ - დღევანდელი აქცია ორგანიზატორებმა საქართველოს ჰიმნით დაასრულეს

დღევანდელი აქცია ორგანიზატორებმა პარლამენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვით და საქართველოს ჰიმნით დაასრულეს. აქციის მონაწილეებს, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორებმა, მიშა მშვილდაძემ მოუწოდა, რომ პარლამენტის  შენობის ირგვლივ ხელჩაკიდებულები გაერთიანებულიყვნენ. ამით მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20 ივნისის მოვლენები და ოკუპაცია.

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წრე შემოარტყეს და საქართველოს ჰიმნი იმღერეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტი სიმბოლურ ალყაში მოაქციეს.

„საქართველოს არასოდეს ეყოლება ხელისუფლება, რომელსაც არ ექნება ხალხის მხარდაჭერა. ჩვენი მთავრობა არის ხალხი და ჩვენი მტერი არის პუტინი, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ და საზოგადოებას ხვალ 19:00 საათზამდე დაემშვიდობა.

 

 

 

  

დღის ამბები