16 სექტემბერი 2019,   05:06
ვრცლად
„შს მინისტრმა ჩაიდინა დანაშაული და შესაბამისად მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს" - ოპოზიციის ლიდერები

შს მინისტრი უნდა გადადგეს - გიორგი გახარიას უპირობო გადადგომას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ პოლიტიკოსები.

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, 10 პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერება არ არის საკმარისი.

გიორგი ვაშაძე-ის სურათის შედეგი„გახარია აუცილებლად უნდა გადადგეს თანამდებობიდან. ეს არის უზარმაზარი საპროტესტო მუხტი,რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს,“-აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი ამბობს, რომ მთავარი პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს ეკისრება ძალის გადამეტებაზე და მან უნდა დატოვოს თანამდებობა.

სერგო რატიანი-ის სურათის შედეგი„შს მინისტრმა ჩაიდინა დანაშაული და შესაბამისად მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. არანაირი ათი პოლიციელი არ არის საკმარისი, იმისთვის, რომ დანაშაული დასჯილი იყოს,“-აცხადებს რატიანი.

დღის ამბები