23 აგვისტო 2019,   16:14
ვრცლად
გახარია პარლამენტში მისვლით ხალხს კიდევ უფრო გააღიზიანებს - ოპოზიცია შს მინისტრის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს 

გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც უკვე მეხუთე დღეა ითხოვენ კვირის ბოლოს პარლამენტში მისვლას გეგმავს.

გახარიამ საკანონმდებლო ორგანოში მისვლა თვითონ მოითხოვა, რაც ოპოზციის შეფასებით ადასტურებს, რომ ივანიშვილი შს მინისტრისა თანამდებობიდან გახარიას გათავისუფლებას არ აპირებს.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი

„თურმე არ აპირებს გადადგომას და ივანიშვილი არ აპირებს მის გადაყენებას და მეორე ფაქტობრივად აპირებენ პროვოკაციის მოწყობას. შეიძლება ამას მოჰყვეს დიდი მღელვარება, როგორც პარლამენტის შიგნით ისე გარეთ. მე არც ერთი კითხვა არ მაქვს გახარიასთან, მან ჩემს თვალში დაკარგა ლეგიტიმაცია,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ გახარია პარლამენტში მისვლის ნაცვლად თანამდებობიდან უნდა მიდიოდეს. მისი თქმით, შს მინისტრი შელახულ რეპუტაციას ვეღარ აღიდგენს. 

სერგი კაპანაძე-ის სურათის შედეგი

„მას ჰგონია, რომ პარლამენტში მოსვლით რაიმეს შეცვლის და გაითეთრებს რეპუტაციას გახარია უნდა წავიდეს, რადგან როგორც ყორანი არ გათეთრდება ისე არ გათეთრდება გახარია. თუ მას უნდა კიდევ უფრო გააღიზიანოს ის ხალხი მოვიდეს, ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მასზე იქნება,“-აცხადებს კაპანაძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მინისტრი მზად არის ყველა კითხვას უპასუხოს და მას აქვს უფლება მივიდეს საკანონმდებლო ორგანოში.

დღის ამბები