20 ოქტომბერი 2019,   01:00
ვრცლად
გახარია პარლამენტში მივა - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციის შექმნას შეეცდება

შს მინისტრი პარლამენტში კონკრეტული საკითხების ასახსნელად მოდის - აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ფიქრობენ, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციის მოწყობას შეეცდება.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპონენტების განცხადება, რომ შს მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლამ შესაძლოა, ხალხის გაღიზიანება გამოიწვიოს, ნიშნავს, იმას, რომ ოპოზიციას გარკვეული არეულობის მოწყობის მცდელობა აქვს.

"მაშინ, როდესაც შს მინისტრი აცნობიერებს მის პასუხისმგებლობას, მოდის პარლამენტში უნდა, მიმართოს საზოგადოებას და პარლამენტის წევრებს, უნდა განახორციელოს კონკრეტული საკითხების ახსნა. ამ ყველაფრის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ რაღაც რისკებს ხედავენ, შეიძლება არ შემოუშვან ეს ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ გეგმავს კიდევ გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას,“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

გახარია პარლამენტში საკუთარი ინიციტივით მიდის. მოთხოვნით წარდგეს დეპუტატების  წინაშე შს მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს გუშინ მიმართა. ოპოზიციაში კი მინისტრის ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციად აფასებენ და ამბობენ, რომ გახარიას ეს ნაბიჯი იმ ადამიანების გაღიზიანებას გამოიწვევს, ვინც უკვე მეხუთე დღეს მის გადადგომას ითხოვენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები