23 აგვისტო 2019,   16:10
ვრცლად
მმართველ გუნდს ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს - დოლიძე პარლამენტისგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის გადადებას ითხოვს 

მმართველმა გუნდმა დაკარგა ლეგიტიმაცია - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ფიქრობს, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გამწესების საკითხზე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

ანა დოლიძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო კლანის მხარდამჭერის, ირაკლი კობახიძის გადადგომის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაინც ეცდება მოსამართლეობის სასურველი კანდიდატები შეარჩიოს და სწორედ მათი სია გადაუგზავნოს პარლამენტს დასამტკიცებლად. 

„საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელსაც ფაქტია, რომ გამოცლილი აქვს ლეგიტიმურობა გადამდგარია კლანის მთავარი მფარველი ირაკლი კობახიძე, ძალიან სასირცხვილო მიზეზით, უნდა გამოვიდეს და დადოს პირობა, რომ ის არ განხილვას იმ კანდიდატურებს, რომლებიც წამოვა იუსტიციის საბჭოდან არ დანიშნავს მოსამართლეებს, ჩვენ იუსტიციის საბჭო, იმისათვის, რომ არ იყოს კრიზის უზენაეს სასამართლოში, გავუგრძელებთ ვადას იმ მოსამართლეებს, რომლებიც უკვე არიან,“-აცხადებს ანა დოლიძე.

დღის ამბები