19 ივლისი 2019,   21:48
ვრცლად
საქართველოში ფრენების აკრძალვა წლის ბოლომდე შენარჩუნდება - რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი

რუსეთიდან საქართველოში ფრენების აკრძალვა წლის ბოლომდე შენარჩუნდება - ამის შესახებ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

იური ბარზიკინის მოსაზრებით, საჰაერო მიმოსვლა მანამდე არ უნდა განახლდეს, ვიდრე საქართველო რუსოფობიურ რიტორიკას არ შეცვლის. მისი თქმით ქართველების მხრიდან ამ მხრივ ჯერჯერობით პროგრესი არ არის.

დღის ამბები