19 ივლისი 2019,   04:29
ვრცლად
„რა გგონიათ ქალბატონო თამარ, იმ სკამზე სადაც გავრილოვი იჯდა, წამოსკუპდებით და აქ ყველაფერი რუტინის მიხედვით წავა? - ბოკუჩავა

პარლამენტში სხდომა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ჩუგოშვილს აპარატთან ჰქონდა კითხვა, რატომ არ ითიშებოდა მიკროფონი, როცა დეპუტატს გამოსვლის დრო უსრულდება.

„რა გაყვირებთ ქალბატონო სალომე,“ - მიმართ ჩუგოშვილმა დეპუტატს.

ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ პარლამენტში განიხილონ აქციის მონაწილეები მოთხოვნები - გადადგეს გახარია და გამოუშვან დაკავებული ახალგაზრდები.

„შეიტანეთ დღის წესრიგში აქციის მოთხოვნები, პირველ რიგში, დაპატიმრებულების გამოშვება, მეორე - გახარიას გადადგომა. ამის გარდა, სხვა საკითხზე მსჯელობა არის დაუშვებელი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თამარ ჩუგოშვილს თინათინ ბოკუჩავამაც მიმართა. მან მოუწოდა, რომ განიხილოს აქციის მონაწილეების საკითხი, თუ არ უნდა, რომ ირაკლი კობახიძის გზას დაადგეს.

„რა გგონიათ ქალბატონო თამარ, იმ სკამზე სადაც გავრილოვი იჯდა, წამოსკუპდებით და აქ ყველაფერი რუტინის მიხედვით წავა? მოვითხოვთ, რომ განიხილო გახარიას გადაგომის საკითხი. ამას ითხოვს საზოგადოება,“ - აღნიშნა ბოკუჩავამ.

განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმაც გააკეთა.

„ჯობია, ცოტა ხანი, გაჩუმდეთ, 10 ათასი კი არა, 100 ათასი ადამიანი მოგადგებათ აქ, რა გგონიათ აქ რისთვის სხედხართ, ივანიშვილის დაკვეთების შესასრულებლად? არა,  ქართველი ხალხის მოთხოვნების შესასრულებლად ხართ აქ,“ - აღნიშნა სამადაშვილმა.

დღის ამბები