24 ივლისი 2019,   11:33
ვრცლად
"ნიკა მელია, დაჯექი, შენ ხარ მთავარი უბედურება ამ ქვეყნის სააკაშვილთან ერთად“ - მდინარაძის ბრალდებები და დაპირისპირება სესიაზე

„გინდათ გადატრიალება ამ ქვეყანაში, ნიკა მელია, დაჯექი, შენ ხარ მთავარი უბედურება ამ ქვეყნის მიხეილ სააკაშვილთან ერთად“- მიმართა მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას.

მისი თქმით, პარლამენტში ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებს აგრძელებს. მდინარაძემ ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა პასუხისმგებლობა აიღონ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე.

„პასუხისმგებლობა აიღეთ იმაზე რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და რასაც მოჰყვა ის საშინელება რაც ხდება ქვეყანაში. ხმას დაუწიეთ, არ მოგწონთ ხო ეს ამბავი? რაც გააკეთეთ,როგორ ისარგებლეთ ადამიანების გულწრფელი ემოციით, როგორ ისარგებლეთ, როგორ გინდათ დესტრუქცია და გადატრიალებები ამ ქვეყანაში,“-მამუკა მდინარაძემ მიმართვა ვერ დაასრულა, რადგან დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა 10 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, თუმცა დაპირისპირება სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

 

დღის ამბები