15 დეკემბერი 2019,   14:27
ვრცლად
გიორგი გახარია არის მსხვილი კალიბრის კრიმინალი - ნიკა მელია

გიორგი გახარია არის მსხვილი კალიბრის კრიმინალი - ეს განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან გააკეთა. ის პარლამენტში იმყოფება, სადაც ამ წუთებში სხდომა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. ოპოზიცია ითხოვს, რომ დღის წესრიგით განიხილონ აქციის მონაწილეების მოთხოვნები - გადადგეს გახარია და გამოუშვან დაკავებული ახალგაზრდები. 

„ამ დარბაზში ხმას როგორ იღებენ, რა შტურმზე საუბრობენ, ღიად დეკლარირებული აგრესორი, ოკუპანტი, რომლის ხელებზეც გავრილოვს ვგულისხმობ, ჯერ ქართველთა ჯარისკაცების სისხლიც არ არის შემშრალი, შემოიყვანეს ამ დარბაზში, შტურმით თუ ვინმემ აიღო ამ დარბაზით, აიღეს მათ. ამ დარბაზში სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სადაც ზვიად გამსახურდია იჯდა, ჩასვეს გავრილოვი, დღეს საუბრობენ ყველაფერზე, გარდა სიმართლეზე. გიორგი გახარია არის კრიმინალი. თქვენ თქვენი უბნის ძველი ბიჭი, პირობითად შიო გაინტერესებთ, ისე არ მაინტერესებს გახარია, ის არის კრიმინალი, ოღონდ მსხვილი კალიბრის,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ოპოზიციის მოთხოვნა მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპოზიცია 20 ივნისის ღამეს განვითარებული პროცესების პროვოცირებაში დაადანაშაულა. მმართველი გუნდის განცხადებებს ხმაური მოჰყვა. ვითარება ისე დაიძაბა, რომ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები