24 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
ცდილობენ წივილით, კივილით გადაფარონ მთავარი საკითხი - ოპოზიცია მმართველ გუნდზე

საპარლამენტო უმრავლესობამ სესიის ჩაშლა სცადა, რომ გახარიას გადაყენების საკითხი არ დამდგარიყო - აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. მათი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას არ მისცა საშუალება სესიაზე გახარიას გადადგომის შესახებ ემსჯელათ.

”ცდილობენ,რომ ამით გადაფარონ ატეხეს განგაში ჩხუბი იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც გახარიას გადაყენებას ეხებოდა, ახლა ცდილობენ წივილით, კივილით გადაფარონ მთავარი საკითხი,“-აცხადებს კობა ნაყოფია.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მას შემდეგ რაც 20 მაისის სისხლიანი ღამე მოხდა, მნიშვნელობა აღარ აქვს ვინ იჯდება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

„ირაკლი კობახიძე უნდა გადამდგარიყო სანამ დაიწყებოდა გავრილოვის ღამე და სისხლიანი დაპირისპირება, ახლა ვის აინტერესებს იქ კობახიძე წამოსკუპდება, თუ თალაკვაძე თუ ჩუგოშვილი,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

სალომე სამადაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეწყვიტონ აქციები, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ნაცვლად იმისა, რომ თავჩახრილი დადიოდნენ, ოპოზიციას გახარიას გადაყენების საკითხის დაყენების უფლებას არ აძლევენ.

„არსებობს თუ არა რაიმე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აქ უნდა განხილულიყო ვიდრე გახარიას გადაყენება, ყვირილით არ გვაცადეს ამაზე საუბარი უმრავლესობის წევრებმა. ამიტომ დღეს ყველანი გამოვდივართ ქუჩაში, უნდა ვიყოთ მეტი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს სხვა ენა არ ესმის,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები